Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება იურიდიულ ფაკულტეტზე - 2025 -2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს სტუდენტებისათვის სტაჟირების კონკურსს ფაკულტეტის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში: 

 

  • დეკანის აპარატი;
  • სტუდენტთა მომსახურების ჯგუფი; 
  • ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური.

 

სტაჟირების მიზანია იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო (მე-3 სემესტრიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.

 

სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე).

სტაჟიორის ფუნქციები:

 

  • ფაკულტეტის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ღონისძიებების, მათ შორის, კონფერენციების დაგეგმვა/ჩატარებისათვის ხელშეწყობა;
  • მიმდინარე/ახალი პროექტების მხარდაჭერა;
  • სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა და სხვ.

 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე.

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

 

დაინტერესებულმა პირმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს Google Forms-ის საშუალებით შემდეგ ბმულზე.  

 

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV (ბიოგრაფიული მონაცემები) ქართულ ენაზე;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე;
  • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.

 

აუცილებლად: 

  • დაიცავით სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკური მხარე: ფონტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 12, Line Spacing – 1.0, ველები - 2სმ.  
  • დოკუმენტაცია ატვირთეთ ინსტრუქციის შესაბამისად შესაბამისი დასათაურებებით - იხ. Google Forms. 

 

განაცხადი მიიღება 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. 

 

კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: internshiplaw@tsu.ge 

თარიღი: 10/10/2025